საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრულად გაუქმებას ითხოვდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა.

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული, რომელთა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button