მნიშვნელოვანისაქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის სანქციები გაუქმდა

საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.

მოსარჩელეები ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობენ, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს, მისი მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე და არ უქმნის საფრთხე სხვა რომელიმე ღირებულ, საჯარო ინტერესს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვე, მარიხუანის მოხმარებისთვის გააუქმდა ჯარიმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button