საკონსტიტუციო ცვლილებები – ხმაური, დაპირისპირება და შეხვედრები

ხმაური იყო ზესტაფონში. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვამ მცირე ინციდენტების ფონზე ჩაიარა.

საპროტესტო შეძახილები ევროპული საქართველოს წევრების გამოსვლებს მოყვა. მოსახლეობამ მათ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა შეახსენა.  შეკრებილების ძირითადი ინტერესი კვლავ პრეზიდენტის არჩევის წესს, საარჩევნო სისტემასა და მიწის გასხვისების საკითხს შეეხო. 

პრეზიდენტი ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. თემა კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებებია.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი აქცენტი ამ სივრცეშიც პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემაა. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. 

კამპანია დაიცავი კონსტიტუციას წევრებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს.

სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი მიწების გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებენ.  როგორც სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, შიმშილობის დაწყებას გეგმავს ქართული მიწის დაცვის საინიციატივო ჯგუფის ასამდე წევრი. ჯგუფის წევრები დეტალებზე ჯერ ჯერობით არ საუბრობენ. გია კორკოტაშვილი ამ თემაზე 19 მაისს აპირებს პრესკონფერენციის გამართვას. ჯგუფის წევრები ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს ქართული მიწის გასხვისება. ქართული მიწის დაცვის საინიციატივო ჯგუფი განცხადების მომზადებას მთავრობის სახელზეც გეგმავს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button