სპორტი

მადიევი მეოთხედფინალური ბრძოლისთვის ემზადება # კრივი

ტოკიო 2020-ის კრივის ტურნირზე 69 კგ. წონით კატეგორიაში გამომსვლელი ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში ითამაშებს.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა უგანდელი მეტოქე შადირი ბვოგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მადიევის უპირატესობა პირველივე წუთებიდან საგრძნობი იყო, რაც შედეგზეც აისახა.

იქამდე, ქართველმა მოკრივემ მეთექვსმეტედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელი სოტომაიორი დაამარცხა.

ესკერხანის მეოთხედფინალური შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება. მისი მეტოქე რუსი ანდრეი ზამკოვოი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button