ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასაქართველოსიახლეები

ერთ თვეში საქართველომ 171 ათასი დოლარის მანდარინი დააექსპორტა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

შეგახსენებთ, სახელმწიფო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებას წელსაც აგრძელებს. სუბსიდირებისთვის მიმდინარე წელს 500 000 ლარია გამოყოფილი, 2022 წელს კი – 400 000 ლარი.

ჯამში წლევანდელ „ნარინჯისფერ რთველში”, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი დაიხარჯება.

წელს აჭარაში 5000 ტონა არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავება იგეგმება.

“ნარინჯისფერი რთველი”, ანუ ციტრუსის აღება, როგორც წესი, იწყება ნოემბერში და გრძელდება თებერვლამდე, სწორედ ამიტომაა ამ სუბსიდიისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული 2021 და 2022 წლების ბიუჯეტებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button