მნიშვნელოვანისაქართველო

საკონსულტაციო შეხვედრა სპეციფიკური ნარჩენების მართვის სფეროში.

კერძო კომპანიები, სახელმწიფო უწყებები, დონორები და სამოქალაქო სექტორი მსჯელობენ, როგორ  მართონ სპეციფიკური ნარჩენები.

სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები, ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები და სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

ქვეყანაში სპეციფიკური ნარჩენების მართვას მწარმოებლებს, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი განუსაზღვრავს.

დღეს Holiday in-ში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button