მსოფლიოსიახლეები

საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღი კორონავირუსით დაიღუპა

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ერთ-ერთი უკანასკნელი გადარჩენილი ტუსაღი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 94 წლის ანრი კიჩკა ბრიუსელში, ხანდაზმულთა სახლში გარდაიცვალა.

როგორც „ბრიუსელ თაიმსი“ იუწყება, კიჩკა ბევრს მუშაობდა, რათა ჰოლოკოსტის შესახებ სიმართლე უფრო მეტ ადამიანს სცოდნოდა.

„მიკროსკოპულმა ვირუსმა გააკეთა ის, რაც მთელმა ნაცისტურმა არმიამ ვერ შეძლო“, – განაცხადა გარდაცვლილის შვილმა.

ანრი კიჩკა 1926 წელს ბრიუსელში, პოლონელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1942 წელს ნაცისტების მიერ ბელგიის ოკუპაციის შემდეგ, ანრის დედ-მამა დეპორტირებულები იყვნენ. მისი დები, დეიდა და დედა ოსვენციმის ბანაკში გააგზავნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button