მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ

ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის გადნცხადებით, შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა . დაწყებულია მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების შესახებ, თუმცა, ამ ეტაპზე, დამატებით რაიმე შეზღუდვა არ დაწესებულა. მისი თქმით, მსჯელობა სხვადასხვა სფეროს ბიზნეს წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს.

“დღეის მდგომარეობით ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ, როგორც მედია საშუალებებით, ისე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს გუშინაც, დღესაც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოქდაუნების შესახებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არაა”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალში მობილობის შესამცირებლად დამატებითი შეზღუდვები შესაძლოა გადაადგილებას, გადაადგილების დროის შემცირებას შეეხოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button