საკრებულო თბილისის ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვებს იწყებს

დედაქალაქის საკრებულო თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვებს იწყებს. დოკუმენტს დღეს 10 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

თვითმმართველ ორგანოს ბიუჯეტის პროექტის შესასწავლად და შენიშვნებით მერიისთვის დასაბრულებლად ვადა 25 ნოემბერს ეწურება.

დოკუმენტს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, სავარაუდოდ, ორშაბათს განიხილავს და ბიუჯეტის პროექტზე საბოლოო დასკვნას მოამზადებს.

მერიას შენიშვნების გასათვალისწინებლად და მისი საკრებულოსთვის ხელმეორედ წარსადგენად 10 დეკემბრამდე აქვს ვადა.

საკრებულოს უმრავლესობაში ბიუჯეტის პროექტს დადებითად აფასებენ. ოპოზიციაში კი შენიშვნები აქვთ და აცხადებენ, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button