ესპანეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ესპანეთში ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს სხვადასხვა პერიოდში დააპატიმრეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში.
შსს-ს ინფორმაციით, დაპატიმრებულ მოქალაქეებს ბრალად ქურდობა ედებათ.