საკრებულოს ოპოზიცია მერთან შეხვედრას ითხოვს

საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას მისვლას ითხოვს.

ოთხი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი და ორი დამოუკიდებელი დეპუტატი, აცხადებენ რომ თბილისის მერს ამას რეგლამენტი და ​ თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი ავალდებულებს.

დავით ნარმანიას მისვლის აუცილებლობა საკრებულოში მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა იმ მიზეზით ჩაიშალა, რომ იქ მერიის ორი მოადგილე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი არ გამოცხადდნენ.

თბილისის მერის განმარტებას კი რომლის მიხედვითაც მან არ გაუშვა თანამშრომლები სხდომაზე ოპოზიცია “უპასუხისმგებლოს” უწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button