რეგიონი

საკრებულოს სხდომაზე გამოცხადებული 1 საათიანი შესვენების შემდეგ კიდევ 2 დეპუტატი გამოცხადდა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადებული 1 საათიანი შესვენების შემდეგ, კიდევ 2 დეპუტატი გამოცხადდა, თუმცა სხდომათა დარბაზში მყოფ წევრთა რაოდენობა ისევ არ აღმოჩნდა საკმარისი კვორუმისთვის, რის გამოც სხდომა ისევ გადაიდო. ამჯერად, ახალი წლის დღესასწაულის გამო სხდომა 12 იანვარს დაინიშნა.

მანამდე, საკრებულოს სხდომა 1 საათით გადაიდო, რადგან რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 19-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.

დარბაზში არ იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი.

საკრებულოს სხდომა აქამდე 3-ჯერ გადაიდო. გასული სხდომა ენმ-მ დატოვა. კვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ არ დააყენებდა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” აქვს, 20 “ქართული ოცნებას”, ხოლო 3-ით “საქართველოსთვის” შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button