რეგიონისაქართველოსიახლეები

საკრებულოს თავმჯდომარე 25-დან მხოლოდ 8 სხდომას დაესწრო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია წლის განმავლობაში 25 სხდომიდან მხოლოდ რვას დაესწრო. მუნიციპალიტეტის საკრებულოდან „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კახაბერ რუსიას 17 გაცდენა აქვს და ყველა მათგანი საპატიო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს სენაკის საკრებულომ ჯამში 25, მათ შორის 13 რიგგარეშე სხდომა გამართა. რაც შეეხება სიტყვით გამოსვლის უფლებას და ინიციატივებს, 2018 წლის განმავლობაში 33 წევრიან საკრებულოში არც ერთ დეპუტატს ამ უფლებით არ უსარგებლია და არც ინიციატივა წარუდგენია.

მსგავსი პოსტები

Back to top button