რეგიონისიახლეები

საკრებულოს წევრები NDI-ის და პარლამენტის გენდერული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, მათი გაძლიერება სოციალურ – ეკონომიკური კუთხით და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა, როგორც გრძელვადიან ასევე მოკლევადიან პერიოდში – ამ თემებზე იმსჯელეს ლაგდეხში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზაცია “ენ-დი-აი”-ს მიერ იყო ორგანიზებბული.

შეხვედრაზე ილაპარაკეს ოჯახში ძალადობაზე, გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გენდერულ საბჭოს წარმოადგენს, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს მსგავს საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუშაობას.

ლაგოდეხის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სალომე ღონღაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კოორდინაციას, რაც ამ ხრივ არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრას გულისხმობს.

შეხვდრაზე წარმოდგენილი იყვნენ ლაგოდეხისა და ყვარლის საკრებულოს გენდერული საბჭოს და ორგანიზაცია “ენ-დი-აი”-ს წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილის და სალომე ღონღაძის ხმა

დიმიტრი ცქიტიშვლი/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი
სალომე ღონღაძე/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button