სპორტი

ვინ უმასპინძლებს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს? უეფამ კრიტერიუმები დაადგინა

ევროპული ფეხბურთის მმართვლმა ორგანომ ის კრიტერიუმები დაასახელა, რაც საჭირო იქნება ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.

საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, აპლიკაცია უეფაში 2022 წლის მარტამდე უნდა შეიტანონ. მასპინძლის ვინაობას კონტინენტის საფეხბურთო ხელმძღვანელობა 2023 წლის სექტემბერში აირჩევს.

უეფა არ გამორიცხავს, რომ მიიღებს საერთო განაცხადებს ქვეყნებისგან, ოღონდ, ერთი აუცილებელი პირობით – მასპინძლობის მსურველი ქვეყნები გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს უნდა იყვნენ.

ევრო 2028-ის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს 10 სტადიონი, რომელთაგანაც ერთი მინიმუმ 60 ათას ადამიანს უნდა იტევდეს, კიდევ ერთი კი – 50 ათასს. 10 სტადიონიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს 30 000 ადამიანზე ნაკლები ტევადობის.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წელს გაიმართა, 11-მა ქვეყანამ უმასპინძლა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრებია. ევრო 2024-ს მხოლოდ ერთი მასპინძელი ეყოლება – გერმანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button