მნიშვნელოვანისაქართველო

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

“მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების – თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად, სამივე მიმართულებით გაჟღერდა – შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენ სისხლს დავლევ”. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის გვერდიდან ►

მსგავსი პოსტები

Back to top button