მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილი: დიდი იმედი მაქვს რომ დასრულდება პოლარიაზაცია

„თქვენც და ჩვენც ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა და სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა“, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, ვის მისცა ხმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქში.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, დიდი იმედი აქვს, რომ დასრულდება პოლარიზაცია, რაც ვნახეთ წინასაარჩევნო და წინა პერიოდშიც:

„იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი – ჩვენი მეზობელი“.

ამ განცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნის ტერიტორია დატოვა და არ უპასუხა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებს, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ.

საქართველოში უკრაინიდან დაბრუნებული სააკაშვილის დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას არასდროს შეიწყალებს.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button