მნიშვნელოვანისაქართველო
სალომე ზურაბიშვილი საღამოს 8 საათზე განცხადებას გააკეთებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/10/44958781_3659729784044505_997513181062496256_o.jpg)
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20:00 საათზე, პირდაპირ ეთერში განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.
როგორც ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები სრულად დაითვალა. 3705 უბნის შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74 % მიიღო.
აღნიშნული მონაცემების შედეგად, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება იქნება.