სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია ,,სიბიესის” ტელესერიალის, „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ სცენარისტებს მიმართავს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ცვლილება შეიტანონ სერიალის შემდეგი ეპიზოდის სცენარში, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ,,ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სერიალ „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ მომავალ ეპიზოდში, საქართველოს რეგიონი სამხრეთ ოსეთი, წარმოჩენილია როგორც „რუსეთის პროვინციაა“, რაც შემაშფოთებელია. ეს შეცდომა უპასუხისმგებლოა და ტელეარხ CBS-ს და სერიალის სცენარიასტებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საჭირო ცვლილებები შეიტანონ“, – წერს ზურაბიშვილი.

აღნიშნული ეპიზოდი ეთერში 7 მაისს, კვირას უნდა გავიდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button