მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილსა და შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშეილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

“ქართული ოცნება” უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის “კეთილ ნებასა” და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუხატავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button