სალვადორელ ქალებს შვილების გაჩენა 2 წლით აეკრძალათ [Photo]

სალვადორის ხელისუფლებამ ქალებს 2018 წლამდე დაფეხმძიმებისგან თავის შეკავება ურჩია, რათა ქვეყანაში მიკროცეფალიით დაავადებული ბავშვების გაჩენის საშიშროება თავიდან აირიდონ. ამის შესახებ სალვადორის ჯანდაცვის მინისტრმა – ედუარდო ესპინოსამ განაცხადა.

ესპინოსამ განმარტა, რომ 2015-2016 წლებში სალვადორში, ქალებში ზიკას ვირუსით ინფიცირების, რომელიც ახალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს, 5397 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ცნობილი გახდა, მიკროცეფალიის შემთხვევები ბრაზილიაშიც მკვეთრად გაიზარდა. 2015 წლის 22 ოქტომბრიდან ქვეყანაში მიკროცეფალიის ნიშნებით, რომელსაც ზიკას ვირუსს უკავშირებენ, 3893 ბავშვი დაიბადა. ხოლო პერუში ზიკას ვირუსით ინფიცირებულ ქალთა რიცხვმა 13 ათასს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომზიკას სინდრომი უკურნებელი სენია. დღესდღეობით მისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არსებობს – აღნიშნული ვირუსის გადამტან კოღოებთან ბრძოლა.

ზიკას ვირუსი Flaviviridae-ს ოჯახის აბროვირუსულ ინფექციას განეკუთვნება. მისი გადამტანი Aedes გვარის კოღოა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27867″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button