სამარშრუტო ტაქსის მძღოლების აქცია გურჯაანში

გურჯაანი-თელავისა და გურჯაანი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომლებსაც 18 მარტიდან მგზავრთა გადაყვანა დროებით აქვთ აკრძალული, კომუნალური გადასახადების გადავადებას ითხოვენ.
მძღოლების ნაწილმა ეს მოთხოვნა დღეს გურჯაანის ავტოსაგურში გამართულ აქციაზე გააჟღერა.
მონაწილეები ამბობენ,რომ “ეს საქმიანობა მათი ოჯახების ერთადერთი შემოსავალი იყო და თუ მუშაობას ვერ გააგრძელებენ, გადასახადებს ვეღარ გადაიხდიან”.
აქციის მონაწილეებსგურჯაანის მერი შეხვდა. არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, საკითხს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს და მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს, რის შემდეგაც მძღოლების მოთხვანზე მსჯელობა დაიწყება.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში 18 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამარშუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანა აიკრძალა.