სამარშუტო ტაქსის გადაბრუნებისას 8 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში, ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი სახლში გაწერეს, ხოლო 3 მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.