სამცხე-ჯავახეთში 5 პირმა პოლიციას იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4113 საბრძოლო ვაზნა, 3 კილო და 700 გრამი ტროტილი, 75 ხელყუმბარა, 6 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი პისტოლეტი, 1 თვითნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვი, 5 მჭიდი, 39 ამფეთქი ფალია, 7 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 17 საკვამლე კოჭა, 8 ფეთქებადი ჭურვი და 3 სასიგნალო რაკეტა.

აღნიშნული პირები საქართველოს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button