მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
სამებაში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებულ წირვას პატრიარქი ატარებს.
ტაძარში მისულ მრევლს, სასულიერო პირების ნაწილისგან განსხვავებით, პირბადეები უკეთია.
საპატრიარქოს მიერ დაწესებულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, 13 საათზე ქუჩების კურთხევაც იგეგმება. სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრიდან ავტომობილებით გაემგზავრებიან. ცნობილია, რომ ავტომანქანები სამი მიმართულებით გაიყოფიან.