მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
სამების საკათედრო ტაძარს გაზი ჩაუჭრეს
სამების საკათედრო ტაძარს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. ამის შესახებ ტაძრის არქიმანდრიტმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა TV პირველთან ისაუბრა.
მისი თქმით, “გაზის თანხა არ ჰქონდათ”. საუბარია, დაახლოებით, 250 ათასლარიან დავალიანებაზე.
“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით, 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა… მონასტერს არასდროს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს გაზის თანხა გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნან იმათაც…”