მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სამედიცინო პერსონალის აცრა საქართველოში შესაძლოა სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა,რომ მედპერსონალის სავალდებულო აცრაზე რეკომენდაციას გასცემს.

„ანტივაქსერიზმი არაა პროფესიასთან დაკავშირებული, ის ყველა ჯგუფშია. ბევრი გვიფიქრია და ექიმებს სავალდებულოობა გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად ჰეპატიტის აცრა სავალდებულოა აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში. კანონითაა დადგენილი. ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყონ აცრილი და ა.შ.

სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ყოველთვის. ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს. მე მაგალითად რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი.

ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილა ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ, 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი პოსტები

Back to top button