მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 942 ბიოლოგიური ნიმუშიდან 19-ს ვირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღებული 942 ბიოლოგიური ნიმუშიდან 19-ს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.

ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აქედან 3 უცხო ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეა, რომელიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, დანარჩენი კი ზუგდიდის შემთხვევებია. მათგან სამი მერიის თანამშრომელია.

სამხარეო ადმინისტარაციის ცნობით, ყველა ახალ ინფიცირებულთან კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

სულ რეგიონის მასშტაბით 65 მოქალაქეა ინფიცირებული. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში – 116, რუხის კლინიკაში კი – 59 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button