მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სამეგრელოში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების სახლი გადაწვეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/gadamwvari-saxli.jpg)
მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოზარდის მშობლებმა და ახლობლებმა გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის საცხოვრებელი სახლი გადაწყვეს.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლის მუქარით აიძულებდა ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.
“ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, როცა ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა მუცლის არეში. ასეთ ხალხს რად უნდა გასამართლება”,-ამბობენ მეზობლები.
მარტვილის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა – შვილი გუშინ დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული.