მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სამეგრელოში მძღოლები ტექდათვალიების სერვისებში არსებულ რიგებზე ჩივიან

სამეგრელო- ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტექდათვალიერების სერვისებში რიგებია და მოქალაქეებს რიგში დგომა საათობით უწევთ.

ისინი შექმნილ მდგომარეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ,რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, რათა მოქალაქეებმა ვერ შეძლონ რეკომენდირებულ დროში ტექდათვალიერების გავლა, რაც მათ დაჯარიმებას გამოიწვევს.

“დილაადრიან დავიკავე რიგი და ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული, ჩემს უკანაც  უამრავი მომლოდინე ადამიანია”-ამბობს ერთ-ერთი მძღოლი,როსტომ ზარანდია რადიო თბილისთან.

ცნობისთვის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება.

მსგავსი პოსტები

Back to top button