![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/xe-tye.jpg)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სალხინოში, მოქალაქე წაბლის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავაში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა მოქალაქე 19 ერთეული წაბლის სახეობისა და 2 ერთეული ცაცხვის სახეობის მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული 58 ერთეული მორი დალუქეს.