სამეფო დღესასწაული: ელისაბედ II 90 წლის იუბილეს აღნიშნავს [Photo/Video]

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დღესასწაულისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ და იგი 3 თვეს გასტანს.

ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში დაიბადა. იგი ბრიტანეთის ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, მისი მამის – ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. კორონაცია 1953 წლის 2 ივნისს ვესტმინსტერის სააბატოში შედგა. ელისაბედი 25 წლისა იყო, როდესაც დედოფალი გახდა და უკვე ექვს ათეულ წელზე მეტია, რაც ამ ტიტულს ატარებს.

თავდაპირველად ელისაბედი ტახტის მემკვიდრედ არ მოიაზრებოდა. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა ტახტზე უარი თქვა და იგი ელისაბედის მამამ ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

დედოფლის ყოველი დაბადების დღე ვინძორის სასახლეში საზეიმოდ აღინიშნება და შუადღისას, სალუტის 21 ზალპით, მას დაბადების დღეს ულოცავენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33853″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button