სამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს

სამგორისა და გლდანის გამგებლებმა – მამუკა ჩოქურმა და ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიაში დაადასტურეს.ამასთან, როგორც მერიაში განაცხადეს, ჯერ ცნობილი არ არის, სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე.
მათ შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გამგებლების თანამდებობიდან წასვლაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა თუმცა არც ერთი მათგანი იმ დროისთვის პოსტის დატოვებას არ გეგმავდა.