მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სამგორში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

გუშინ, 17 სექტემბერს, გვიან ღამით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 2 საათზე, აფრიკის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ორმა პირმა ადგილზე აგურები ორგანიზებულად მიიტანა, შუშები ჩაამტვრია და გაიცა.

ლევან ხაბეიშვილი

“ეს არის ქვა, რომლითაც “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებს, ქვის ხანაში აპირებს ჩვენს დაბრუნებას.

“ეს არის ქვა, რომლითაც გაუსწორდნენ ჩვენ საარჩევნო შტაბს. მე მინდა ვუთხრა სამგორელებს, ეს არჩევნები არის თქვენი და ამ ქვის ხანაში დაბრუნებას ყველამ ერთად უნდა უთხრათ უარი.” – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მოისმინეთ ლევან ხაბეიშვილის ხმა.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button