მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

სამი დღე მნიშვნელოვან მატჩამდე – 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამჯერად, უკრაინის ეროვნული ნაკრების დამარცხებას შეეცდება

სამი დღე მნიშვნელოვან მატჩამდე – 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქართველი გულშემატკივრის გახარებას, ამჯერად, უკრაინის ეროვნული ნაკრების დამარცხებით შეეცდება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების გრაფიკი (უეფას ერთა ლიგა – B ჯგუფი)
11 ოქტომბერი, 22:45
უკრაინა – საქართველო
14 ოქტომბერი, 20:00
საქართველო – ალბანეთი
ეროვნული გუნდი უკვე მეორე დღეა პოლონეთში იმყოფება და ქალაქ პოზნანში ვარჯიშობს. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს გუნდში ერთი ახალწვეული ჰყავს – გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიურ “სარაევოში” თამაშობს.

უკრაინის ნაკრები რთული მეტოქეა, თუმცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩში ბევრი დანაკლისი აქვთ. მიუხედავად ამისა, ომში მყოფი ქვეყნის გუნდი, რომელიც იძულებულია, ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშოს, ყველაფერს გააკეთებს, რომ თამაში არ წააგოს; საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი, უკრაინასთან გამარჯვების გარდა, სტატისტიკის გამოსწორებაც მოუწევთ.

უკრაინელებმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, 9-დან 6 შეხვედრაში დაგვამარცხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button