მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან მეხუთე თვეს პუტინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტებს აანონსებს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრეიდან მეხუთე თვეს, უცხოეთის ლიდერები საკუთარ ტერიტორიაზე პირველად მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიმდინარე კვირაში პუტინი ესტუმრება ტაჯიკეთსა და თურქმენეთს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ეს იქნება კრემლის ლიდერის პირველი ვიზიტი რუსეთის ფარგლებს გარეთ, ომის დაწყების შემდეგ.

დუშანბეში პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი აშხაბადში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კასპიის ზღვის სამიტში, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანისა და თურქმენეთის ლიდერები. გამართავს თუ არა პუტინი სამიტის პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს, ცნობილი არ არის. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ივნისის ბოლოს პუტინი ბელარუსში აპირებს ჩასვლას, რათა ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვდეს გროდნოში, სამოკავშირეო სახელმწიფოს რეგიონების ფორუმზე. მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ვიდეოფორმატში ჩატარდება.

მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და კანადამ, ვლადიმირ პუტინს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა უკრაინაში შეჭრის გამო.
შეგახსენებთ, რომ პუტინის უკანასკნელი ცნობილი საქმიანი ვიზიტი პეკინში თებერვლის დასაწყისში შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button