სამი ქართველი სამხედრო გერმანიაში გადაიყვანეს

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამივე ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გააგრძელებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჯერჯერობით კვლავ მძიმეა დაჭრილი უფროს ლეიტენანტის ივერი ბუაძის მდგომარეობა. მას შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდეს. უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია 7 სექტემბერს ჩაუტარდა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება.
შედედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა 6 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.