სამი ქვეყნის ელჩი, საარჩევნო პროცესის მოსანახულებლად გორში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩები საარჩევნო პროცესს დასაკვირვებლად გორში ჩავიდნენ.

სამი ქვეყნის ელჩი გორში რამოდენიმე საარჩევნო უბაზე მივიდა, როგორც მათ განაცხადეს გორში ამომრჩეველთ მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“ გორში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით. მოხარული ვართ, რომ არჩევნებზე ბევრი ამომრჩეველი მოდის, რაც საქართველოსთვის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, ” – განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

საარჩევნო პროცესი დილის 08:00 დაიწყო და საღამოს 20:00 დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button