რეგიონი

სამი შვილის მამამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

გურჯაანში სამი მცირეწლოვანის მამამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

33 წლის მამაკაცი, ოჯახის წევრებმა, სოფელთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სოფელში ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სავარაუდო სუიციდი, გაჭირვების გამო ჩაიდინა.

წესიერი, მშრომელი ბიჭი იყო. დღიურ სუშაოებზე დადიოდა, ხან ჯართსაც აგროვებდა და სამ შვილს ინახავდა. მცირეწლოვნები ჰყავს, ათასი რამ სჭირდებათ. თვითონაც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. ვფიქრობთ, რომ ვეღარ გაუმკლავდა ამდენ გაჭირვებას”– ამბობენ სოფელში.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთში სავარაუდო თვითმკვლელობის უკვე მეორე შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button