მნიშვნელოვანისაქართველო
“სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/06/baxtadze5-1.jpg)
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობა წარედგინება დღეს არსებული ფორმალური შემადგენლობით.
ბახტაძის თქმით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვინ, რა თანამდებობას დაიკავებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა არ დააკონკრეტა რომელი სამინისტროების გაუქმება იგეგმება.
ამასთან, პრემიერობის კანდიდატი ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში მინისტრთა ნაწილს ახალი სახეები შეცვლის. როგორც ბახტაძემ თქვა , ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება.