მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდის-ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის გენშტაბი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაში უკიდურესად მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

დაზვერვა წერს, რომ დანაკარგების გავლენა მკვეთრად განსხვავდება რეგიონებს შორის. ბრიტანული მხარის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომით ყველაზე დიდ დარტყმას რუსეთის ეთნიკური უმცირესობები იღებენ.

„ასტრახანში დაღუპულთა დაახლოებით 75% ყაზახების და თათრების უმცირესობაზე მოდის“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

უწყების განცხადებით, ომის გავლენა მკვეთრად განსხვავდება რუსეთის რეგიონებს შორის.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, უმდიდრესი ქალაქები – მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი – შედარებით უვნებელი დარჩა.”ეს განსაკუთრებით ქვეყნის ელიტის ოჯახებს ეხებათ”, – აღნიშნავს დაზვერვა.

„ეს განსაკუთრებით ქვეყნის ელიტის ოჯახებს ეხებათ“, – დასძენს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 159 090 მათ შორის 1 090 გასულ დღე-ღამეში
​ტანკი – 3 466
ჯავშანტექნიკა – 6 769
საარტილერიო სისტემა – 2487
სარაკეტო სისტემა – 493
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 259
თვითმფრინავები – 304
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 108
საკრუიზო რაკეტები – 907
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 348
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 242.

მსგავსი პოსტები

Back to top button