მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით ზუგდიდი-მესტიის გზაზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მდგომარეობას ადგილზე ხელისუფლების წამრომადგენლები გაეცნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით,ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმედნითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში უნდა აღდგეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სოფელ დიზთან, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც ამ დროსთვის აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მეწყერი აღნიშნულ მონაკვეთზე გამთენიისას ჩამოწვა

მსგავსი პოსტები

Back to top button