სამხედრო განგაში სტამბოლში

სტამბოლის ბოსფორის ხიდი და ფატი სულტან მეჰმეტის ხიდები თურქული არმიის მიერაა გადაკეტილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თუმცა არ სახელდება მიზეზები.

“დოღანის” საინფორმაციო სააგენტო აჩვენებს მანქანებს და ავტობუსებს, რომლებსაც უკან აგზავნიან.

სტამბოლის ცაზე შეინიშნება ვეტმფრენები, ხოლო ანკარაში ისმოდა სროლის ხმა, – აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს “როიტერი”

ჯერ-ჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში.

ასევე როიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქი სამხედროები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში არიან გადანაწილებულნი, – თუმცა კონკრეტულად ქალაქები არ სახელდება

***
ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, თურქეთის პრემიერ მინისტრი, ბინალი ილდირიმი უარყოფს გავრცელებულ ცნობას, თითქოს ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. თუმცა პრემიერი ადასტურებს, რომ სამხედრო ქმედება არ არ იყო ავტორიზებული ხელისუფლების მხრიდან.

პრემიერ მინისტრის თქმით, სამხედრო ძალები ხელისუფლების დაქვემდებარებაში რჩება.

***

პრემიერი ილდირიმი NTV-სთან გაკეთებულ სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ ეს არის არაკანონიერი ქმედება. “არ დავუშვებთ არაკანონიერებას, ისინი ვინც ამ არაკანონიერ ქმედებაში მონაწილეობენ, უმკაცრესად დაისჯებიან” – ამბობს თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი

***

თურქეთის ისტორიაში სახელმწიფო გადატრიალება არსებობს. ბოლოს ეს 1997 წელს მოხდა, რამაც იმ დროინდელი პრემიერ მინისტრის, ნემეტინ ერბაკანის გადადგომა გამოიწვია

წყარო
წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button