მნიშვნელოვანისიახლეები

სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-4 პრეზიდენტი მივიდა

სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. ის რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3 საათითაა განსაზღვრული.

გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

მეოთხე პრეზიდენტის ვიზიტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, მიხეილ სააკაშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მთავარი თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.

20 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში ზურაბიშვილს შეხვდა. მისივე თქმით, აპირებს სააკაშვილთან შეხვედრასაც, რისი თხოვნითაც პენიტენციურ სამსახურს მიმართა. ეს მოთხოვნა მას დაუკმაყოფილეს.

ორი პრეზიდენტის საუბრის თემა სავარაუდოდ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებს შეეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button