მნიშვნელოვანისიახლეები

სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო დროშა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართეს

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო დროშა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართეს.

ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს დროშები საზეიმოდ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
ამასთან ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს – დროშის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საკრებულოს შენობის აივნებიდან გადმოიფინა.
„20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია“, – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
თბილისის საკრებულოს ინიციატივით, მოსახლეობას სახელმწიფო დროშებიც დაურიგდა.

“ამ დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმით მიაგებენ პატივს ქართულ დროშას, მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოც. წელსაც, ტრადიციულად, გადმოიფინა საქართველოს დროშა შენობის აივნებიდან. ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ამ დღეს და ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, მსგავსად შეუძლია გამოხატოს პატივისცემა ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ,”- აცხადებს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე.
გარდა ამისა საქართველოს პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში 16:00 საათზე ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ოფიციალურ ცერემონიას დაესწროს.

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გამოცხადდა.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ეს თარიღი უკვე მეთორმეტედ აღინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button