მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა უკრაინული ძალები “უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქის მძევლად აყვანაში” და მშვიდობიანი მოსახლეობის “ფარად” გამოყენებაში დაადანაშაულა.

BBC-ის თანახმად, პრეზიდენტ პუტინს აღნიშნულის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები “ერთი ხალხია” და დაამატა, რომ ის დასავლეთის მიერ შექმნილ “ანტირუსეთს” გაანადგურებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button