“სამხრე კამერების ჩანაწერებში არ ჩანს დაკავების მომენტი” – შალვა ხუციშვილი

“სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, რითაც ნუცუბიძეზე გასულ კვირას მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.

ხუციშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ასახულია პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს დაკავების პროცესი.

ხუციშვილის განცხადებით, თუ რატომ არ ჩანს პირის დაკავების მომენტი, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მისივე განცხადებით, შს სამინისტრო პროკურატურასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს, ვინაიდან უწყება დაინტერესებულია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე დადგინდეს სიმართლე.

მსგავსი პოსტები

Back to top button