მსოფლიოსიახლეები

სამხრეთ კორეაში COVID-19-ის შიდა გადაცემა აღარ ფიქსირდება

სამხრეთ კორეაში COVID-19-ის გადაცემის შიდა შემთხვევები აღარ არის.

30 აპრილის მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები არ ვლინდება. ინფორმაცია კორეის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

KCDC-ის განცხადებით, კორეაში კოვიდ-ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხივე მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 756 ფაქტი გამოვლინდა, დაიღუპა 247 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 9 059. სულ იმპორტირებული შემთხვევა იყო 1 065, თუმცა მათი 90% კორეელი იყო.

ახალი კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები არც 15 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილა. მიღებული იყო უსაფრთხოების ზომები, უბნებზე ამომრჩევლები ვალდებულები იყვნენ, ეტარებინათ ნიღბები და ხელთათმანები.

ჯანდაცვის მინისტრმა, იუნ ტაე ჰომ თქვა, რომ 15 აპრილის არჩევნებში მონაწილეობა 15-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, თუმცა, საინკუბაციო პერიოდში – 14 დღეში გადაცემის 1 შემთხვევაც არ გამოვლენილა.

საარჩევნო უბნების თანამშრომლებს და ამომრჩევლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც დეზინფექციის და ჰიგიენის წესებს და 1-მეტრიან დისტანციას იცავდნენ, მან მადლობა გადაუხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button