სამხრეთ კორეაში MERS-ის ვირუსი მძვინვარებს [Video]
სამხრეთ კორეაში, MERS-ის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია.
დაავადების გავრცელების პრევენციისთვის 209 სკოლა დაიხურა. კარანტინში 1,36 ათასი ადამიანი იმყოფება, რომლებსაც ვირუსით გარდაცვალებულ პაციენტებთან კავშირი ჰქონდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1,1 ათასი ადამიანი MERS-ის სასიკვდილო ვირუსის მატარებელია, რომელმაც უკვე 436 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შეგახსენებთ: MERS-CoV – ფილტვის ახალი კორონავირუსია. როგორც წესი, პნევმონიით დაავადებაში ვლინდება. პაციენტებს სუნთქვის გართულება აღენიშნებათ, იშვიათად, დიარეა და პირღებინება. უმეტესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ათი წლის განმავლობაში, ამ ტიპის ვირუსები განიხილებოდა როგორც უვნებელი, რომლის დროსაც აღინიშნებოდა მხოლოდ გაციება და დიარეა. ეს გრძელდებოდა 2002 წლამდე, სანამ MERS-ის მონათესავე – CoV-ის ვირუსის ეპიდემიამ არ იფეთქა.
დღემდე, ექსპერტებს არ გააჩნიათ ვირუსის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი შესაძლოა ადამიანზე ხილიდან გადავიდეს, რომელთანაც კონტაქტი დაავადებულ ღამურას ჰქონდა. გადამტანთა ეჭვის ქვეშ აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და შინაური საქონელი ითვლება, მაგალითად, აქლემი.