მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ქარიშხალ „ჰანამნორს“ სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეას ძლიერი ქარიშხალი „ჰინნამნორი“ დაატყდა თავს, – ამის შესახებ BBC  იუწყება.

ქარიშხლის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი წყალმოვარდნის დროს მიწისქვეშა პარკირების სივრცეში ავტომობილებში იმყოფებოდნენ.

სამაშველო ეკიპაჟის თქმით, მათ  ორი ადამიანის  გადარჩენა შეძლეს.

ექსპერტების შეფასებით, „ჰანამნორი“ მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს დაატყდა თავს. საერთო ჯამში ქარიშხალს სამხრეთ კორეაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button